ვიკა ფილფანი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ - როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მთავარია 4 ოქტომბერი არ გაიმეორონ

დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ - როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მთავარია 4 ოქტომბერი არ გაიმეორონ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მან მედიას მოუწოდა, ალიანსთან დაკავშირებით კითხვები სუს-სა და უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს დაუსვან.

„დაუჭამიათ ერთმანეთი საერთოდ. არ ვარ დაინტერესებული მათი „პოსტებით“, არ ვკითხულობ. ამ თემაზე თუ რაიმე გაინტერესებთ, უნდა ჰკითხოთ მამუკა მდინარაძეს, სუს-სს ახლა უკვე სუს-ის ახალ ხელმძღვანელს. რამდენიმე დღის წინ, მამუკა მდინარაძემ თავისი პირით აღიარა, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო სუს-ის დაგეგმილი. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც მიდის ალიანსში მონაწილე პარტიების და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, შეგიძლიათ ჰკითხოთ სუს-ს, იმიტომ რომ მათ უკეთესად იციან, ვიდრე ჩვენ. მათი საქმე არ მაინტერესებს. ქართველი ხალხი შეაფასებს ამას და გადაწყვეტს. მათი გადაწყვეტილებაა, მათი არჩევანია, უნდათ ცალ-ცალკე იქნებიან, უნდა ერთად. როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მთავარია 4 ოქტომბერი არ გაიმეორონ. ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა“, - განაცხადა ფილფანმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ