ვიკა ფილფანი - ბატონი კობახიძე ფასების კლებას მოქალაქეებს დეკემბერში დაჰპირდა, რამდენიმე თვე გავიდა და ფასებმა მოიმატა - „ქართული ოცნების“ პირობებში, ვერაფრის ფასი ვერ შემცირდება, იმიტომ რომ არის კორუფცია

მაშინ, როდესაც საქართველოში პენსიონერს აქვს 300 ლარი, ევროპაში პენსიონერს აქვს 5 000 ლარზე მეტი, რომ გადავიყვანოთ ევრო ლარში. მინიმალური ხელფასის ზღვარი ევროპაში არის 5 000 ლარზე მეტით დადგენილი, საქართველოში კი 20 ლარით - „იმედის“ სიუჟეტი იყო მოქალაქეების დაცინვა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სიუჟეტში ძალიან ნათლად ჩანდა, რა დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ.

„ბატონი კობახიძე ფასების კლებას მოქალაქეებს ჯერ კიდევ დეკემბერში დაჰპირდა. დეკემბრიდან რამდენიმე თვე გავიდა და ფასებმა მოიმატა. „ქართული ოცნების“ პირობებში, ვერაფრის ფასი ვერ შემცირდება, იმიტომ რომ არის კორუფცია. კორუფციის საფასურია ყველა თეთრი, რომელიც ემატება საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტს და რომელსაც იხდიან საქართველოს მოქალაქეები. თუ გვინდა, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს, უბრალოდ, ცოტა ხნით უნდა აღიარონ, რომ ფასებს ვერაფერს აკლებენ და გაზარდონ ხელფასები, დააწესონ მინიმალური ხელფასის ზღვარი და მოუმატონ პენსიები ადამიანებს 200 ლარით. გუშინ, „იმედმა“ რა სიუჟეტიც გააკეთა ალბათ, ყველამ ნახეთ. ეს იყო უბრალოდ, ადამიანების დაცინვა საქართველოში, მაშინ როცა პროდუქტის ფასები შეადარა გერმანიას, საფრანგეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს.

ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ და საქართველოს მოქალაქეების მიმართ არის უბრალოდ, დამამცირებელი. მათ არ შეადარეს ხელფასები და პენსიები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც საქართველოში პენსიონერს აქვს 300 ლარი, გერმანიასა და ევროპაში პენსიონერს აქვს 5000 ლარზე მეტი პენსია, რომ გადავიყვანოთ ევრო ლარში. მინიმალური ხელფასის ზღვარი ევროპაში არის 5000 ლარზე მეტით დადგენილი, საქართველოში კი მინიმალური ხელფასის ზღვარი 20 ლარით არის დადგენილი. ამ სიუჟეტში ძალიან ნათლად ჩანდა, რა დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას" ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ," - განაცხადა ფილფანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა