ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი კლავს ანაკლიის პორტის ეროვნულ პროექტს - ახალი კონტრაქტი მიუთითებს, რომ საერთოდ ეჭვქვეშ აყენებენ პროექტის და პორტის ეკონომიკურ შესაძლებლობას, სტრატეგიულ ღირებულებას და ეროვნულ მნიშვნელობას

ივანიშვილი და ივანიშვილის ანტიქართული „ოცნება“ კლავს ანაკლიის ეროვნულ პროექტს. ანაკლია არის საფრთხეში ივანიშვილის პირობებში - ივანიშვილი დაინტერესებულია ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, ახალი კონტრაქტი მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ საერთოდ ეჭვქვეშ აყენებენ ანაკლიის პროექტის და პორტის ეკონომიკურ შესაძლებლობას, მის სტრატეგიული ღირებულებას და ეროვნულ მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო -ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის - „მასტერპლანის“ ალტერნატივებზე მუშაობს.

კუპრაძის თქმით, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს, ის აუცილებლად აშენდება და „ლელო“ იქნება ანაკლიის პორტის მთავარი მხარდამჭერი.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი ახალი დეტალის შესახებ, რაც გულისხმობს შემდეგს - კუპრაძის თქმით, 2026 წლის 24 აპრილს, „ანტიქართულმა „ოცნებამ“ და მისმა ეკონომიკის სამინისტრომ“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს საერთოდ გადახედოს ანაკლიის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას და ე.წ. მასტერ პლანს.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა, კარგად იცის ანაკლიის პორტის ეკონომიკური სარგებლიანობა, თუმცა ამის მიუხედავად, მაშინ, როდესაც ანაკლიის პორტით დაინტერესება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ყოველდღიურად იზრდება, ივანიშვილი აპირებს, საერთოდ გადახედოს ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას, ღირებულებას, მიზნობრიობას და იმ გენერალურ გეგმას, რომელსაც ჰქვია ე.წ. მასტერ პლანი. წლების განმავლობაში, მრავალ გზის, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევები და ანალიტიკური დოკუმენტები ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკის ასეულობით მილიონი დოლარით სტიმულირება ყოველწლიურად, პარალელურად ჩვენ ვხედავთ, უკვე 6 წელია, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ატყუებენ საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს დასავლეთში, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი.

ამ ახალი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საჯაროდაა გამოქვეყნებული, კიდევ ერთხელ დასტურდება ივანიშვილის ტყუილი და მიზანი, რომ ანაკლიის პორტი და პროექტი არ შედგეს, ანაკლია არ აშენდეს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მიზანი. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე პერსონალურად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც 2019 წლიდან ჩაშალა ყველა ტიპის მოლაპარაკება, გააძევა ქვეყნიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რამეს, რომ ახალი პირობების შემოტანით კონტრაქტში არ არის აღწერილი საერთოდ, რა მიზნობრიობით ხდება გენერალური გეგმის და ანაკლიის პროექტის მიზნობრიობის ეჭვქვეშ დაყენება. ეს არის საერთოდ პროექტის ეჭვქვეშ დაყენება, რომელიც უნდა მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესებს, მის ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს ბიუჯეტის შევსებას და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაბრუნებას“, -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ანაკლიის პორტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ანაკლიის პროექტზე საუბრობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე.

„მაშინ, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გადაწყდა კონფლიქტი და რეგიონში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ე.წ. ტრამპის გზა, ამ გზამ გვერდი ვერ უნდა აუაროს საქართველოს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს კარიბჭე და გაგრძელება იმ საერთაშორისო სატრანზიტო გზის,რომელიც გაივლის სომხეთსა და აზერბაიჯანზე“, -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის - „მასტერპლანის“ ალტერნატივებზე მუშაობს. ინფორმაციას და შესაბამის კონტრაქტს bm.ge ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა და მისი ღირებულება 101,480 ევროს შეადგენს. მათივე ცნობით, ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო პორტის არსებული გენერალური გეგმის გადახედვასა და ალტერნატივების შესწავლაზე მუშაობს.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის