თაზო დათუნაშვილი - ფასების შემსწავლელი კომისია არის სამარცხვინო „კლოუნადა", რომლის ავტორიც არის ირაკლი კობახიძე - ველოდები, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება, რადგან რამდენიმე თვეა, მთელ საქართველოს უტიფრად ატყუებს

ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა „ქართული ოცნების“ სტანდარტითაც კი სამარცხვინო კრახი და ბინძური პროპაგანდისტული წარმოდგენაა, რითაც საქართველოს მოსახლეობას დასცინეს - იმ მოსახლეობას დასცინეს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და ყოველ დღე ლუკმა-პურისთვის შრომობს, - ეს განცხადება დღეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.

დათუნაშვილის აზრით, პროდუქტებზე მაღალ ფასებთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ფასნამატი არ არის. მისი თქმით, გამოსავალია, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევა და საშემოსავლო გადასახადის შემცირება, ხოლო ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა საწვავი, აქციზის გადასახადის დროებით გაუქმება.

„ფასების შემსწავლელი კომისია არის სამარცხვინო „კლოუნადა", რომლის ავტორიც არის ირაკლი კობახიძე. კობახიძეა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ საცირკო წარმოდგენამ სრული კრახი განიცადა როგორც პროპაგანდისტულად, ასევე რეალურად.

ველოდები, რომ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვეა მთელ საქართველოს უტიფრად ატყუებს, რომ თითქოს მას და მის მთავრობას ფასებზე რაიმე გავლენა აქვს. რეალობა კონკრეტულ რიცხვებში ძალიან კარგად დავინახეთ. ფასები ყველაფერზე გაზრდილია: - საწვავზე ფასი 1-ლარზე მეტით არის გაზრდილი, დენი 30 თეთრით გაძვირდა, სასურსათო ინფლაცია მარტის თვეში 7.5% იყო და აპრილის თვეზე პროგნოზი ბევრად უფრო მძიმეა, რადგან 1-ელი აპრილიდან გაიზარდა როგორც საწვავის, ასევე დენის გადასახადი.

კომისიის მუშაობის ბოლოს ამ ადამიანებს ირაკლი კობახიძე ატყუებს, რომ თითქოს ნახევარი კილო ხორცი 10 ლარი ღირს, ხოლო კვერცხი - 4.60 ლარი.

ასეთი სამარცხვინო რეზულტატი დადგა კომისიისგან, რაც ისედაც ვიცოდით, რომ არავითარი შედეგი არ ექნებოდა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის