„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, 2024 წლის 30 აპრილს ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სავარაუდო დამნაშავეებს ასახელებს და გენერალურ პროკურორს რეაგირებისკენ მოუწოდებს

2024 წლის 30 აპრილს, ლევან ხაბეიშვილზე სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორების სავარაუდო დამნაშავეები არიან გდდ-ს სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსი. ლევან ხაბეიშვილის წამებისას ადგილზე იმყოფებოდნენ გდდ-ს ყოფილი დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი. სწორედ ეს ადამიანები აწარმოებდნენ ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების ფოტო-ვიდეო გადაღებასა და გავრცელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მარიამ დოლიძე ავრცელებს.

მარიამ დოლიძე მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსი იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები ანზორ ხმიადაშვილი, ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი დავით ყამარაული - სწორედ ეს კონკრეტული პირები არიან ის სავარაუდო დამნაშავეები, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილზე 2024 წლის 30 აპრილს სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.

ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით იაგო ახალკაცს, ლაშა ჭიკაიძეს, დავით ყამარაულს ლევან ხაბეიშვილის წამებისათვის ჯილდოს სახით გადაეცათ ცეცხლსასროლი იარაღები

ასევე, შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილის წამებისას ადგილზე იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი -ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი. სწორედ ეს ადამიანები აწარმოებდნენ ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების ფოტო-ვიდეო გადაღებასა და გავრცელებას.

ახლა კალენდარზე 2026 წელია, იმ საზარელი ღამიდან ზუსტად 2 წელი გავიდა. მოვუწოდებ გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მოახდინოს მყისიერი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით“, - აცხადებს მარიამ დოლიძე.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის