სოფო ხორგუანი - ოცნების „მთავრობა“ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტსა და მის ლეგიტიმაციას - „გახარია საქართველოსთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ქვეყანა დავუბრუნოთ ნორმალურ განვითარებას

ოცნების „მთავრობა“ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტსა და მის ლეგიტიმაციას მაშინ, როცა ლეგიტიმურობის კომპლექსით შეპყრობილი „ოცნება“ ფეხებს აბაკუნებს და ითხოვს მეგობარი ქვეყნებისაგან ლეგიტიმაციის აღიარებას, ლანძღვითა და შანტაჟით; როცა ამას ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან რეპრესიული კანონებით; თავად „ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლება არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის წევრებს არ ესმით, რომ ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის წინაშე და ეს ეს ადასტურებს მათ „უპასუხისმგებლობას და უვიცობას“.

„როცა მთავრობის წევრებს არ ესმით, რომ ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის, როგორც საქართველოს ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე, ეს ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას, უვიცობას, უტიფრობასა და არაკომპეტენტურობას! მათ არ იციან სახელმწიფოს მართვა, ერთადერთი, რაშიც „კომპეტენტურები“ არიან, ეს არის კორუფცია და ტყუილების გავრცელება, ქრონიკული მატყუარები არიან! აინტერესებთ მხოლოდ ფული და ძალაუფლება!

საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში პარლამენტის წევრის კითხვაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას მთავრობას აკისრებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელთაც იერარქიულად უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ ნებისმიერ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან მიმართებაში.

როცა ფინანსთა მინისტრი ვერ აცნობიერებს, რომ მისი ბრძანება ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღალი აქტი, ვის აინტერესებს მისი ფინანსისტობა.

როცა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც გამოცხადებული აქვს ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ვერ გვაწვდის ინფორმაციას, რა ნივთიერება, რომელი ქვეყნის მოქალაქემ, რომელ ქვეყანაში წარმოებული, რომელი ქვეყნიდან შემოიტანა და ამას მინისტრის ბრძანებით ამართლებს, ასე არ ვახარისხებთ ინფორმაციასო. ეს მინისტრი უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ისე აირჩიეს, სასესიო დარბაზში გამოსვლა ვერ გაბედა.

როცა ინტერპელაციაზე ანგარიშის ჩასაბარებლად მოსული ჯანდაცვის მინისტრი ვერ ხვდება, რომ თითის ქნევით არ უნდა ესაუბრებოდეს პარლამენტს, ის დილეტანტია როგორც ჯანდაცვის მინისტრი და როგორც იურისტი.

როცა მერები ვერ ხვდებიან, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება აქვთ. მაგალითად, მესამე ვადით არჩეული ხულოს მერი ან ნინოწმინდის მერი, რომელთა არაჯეროვან საქმიანობაზე ტომები აქვს სახელმწიფო აუდიტს.

ამიტომ, შევახსენებ მათ, მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების შესრულებისათვის. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, რომელმაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე თავია გათვალისწინებული - სამოხელეო დანაშაულის სახით. და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ქვეყანა დავუბრუნოთ ნორმალურ განვითარებას და სახელმწიფო ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში!“,- აცხადებს ხორგუანი.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ