ლევან მახაშვილი - „ოპოზიციურ ალიანსს“ მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომაც არის უხერხულობები, დამალვა, ჩუმად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს სიყალბე, რაც მათ გარშემოა - შეიძლება შეფასებები ვაკეთოთ, მაგრამ ეს ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებაა მათთვის

საზოგადოების მხარდაჭერა [„ოპოზიციურ ალიანსს”] არ აქვს, ამიტომაც არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთელი რიგი უხერხულობები: დამალვა, ჩუმად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს მთელი ის სიყალბე, რაც არის ამ ე.წ. ალიანსის გარშემო, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, მცდარი გადაწყვეტილებებით გაანიავეს.

„ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხს არ აქვს ნამდვილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მათ საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვთ, რაც გასაგებია. მათ ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით გაანიავეს. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე. ამიტომ, ეს საზოგადოებრივი თამასა და მხარდაჭერა აღარ არსებობს. ამიტომაც არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთელი რიგი უხერხულობები: დამალვა, ჩუმად, მალულად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს მთელი ის სიყალბე, რაც არის ამ ე.წ. ალიანსის გარშემო. ჩვენ შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები ვაკეთოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ესეც ზედმეტია. ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებაა უკვე ამ ადამიანებისთვის. თუ მაინცდამაინც უნდათ, ვინმეს შეხვდნენ, კი ბატონო, იარონ, ჩავიდნენ, მაგრამ ესეც აჩვენებს რეალურად, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ," - განაცხადა მახაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე