გია ვოლსკი - ჩვენ აშშ-სთან ვესწრაფვით იმ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც არა მარტო სათაური იქნება „სტრატეგიული პარტნიორობა“, არამედ შინაარსით იქნება დატვირთული

ჩვენ [აშშ-სთან] ვესწრაფვით იმ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც არა მარტო სათაური იქნება „სტრატეგიული პარტნიორობა“, არამედ შინაარსით იქნება დატვირთული - პოლიტიკური პარტნიორობა ნიშნავს შინაარსს და არა მხოლოდ სათაურს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურია და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობები სწორედ ამ ხაზით გაგრძელდება.

„საერთოდ, ამ პოლიტიკურ სივრცეს, არა მარტო საქართველოში, გარკვეული სიმახინჯეები ახასიათებს, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ნებისმიერ მოვლენას, ვიზიტს, ურთიერთობას - ორმხრივს თუ მრავალმხრივს, იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხშირ შემთხვევაში, ეს პოლიტიკურად სპეკულაციურია. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის თემა, პერსპექტივის თემა, ჩვენი ინტერესებიდან, ჩვენი გადმოსახედიდან, საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები არის მისასალმებელი, ძალიან კარგი, პოზიტიური და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები სწორედ ამ ხაზით გაგრძელდება. ასე რომ, ნორმალური პროცესია და არ მგონია, რომ ეს პროცესი ვინმემ უნდა გამოიყენოს ან სათავისოდ, ან ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვესწრაფვით იმ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც არა მარტო სათაური იქნება „სტრატეგიული პარტნიორობა“, არამედ შინაარსით იქნება დატვირთული. პოლიტიკური პარტნიორობა ნიშნავს შინაარსს და არა მხოლოდ სათაურს. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ასეთი პერიოდი გვქონდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა