კახა კალაძე პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან საინფორმაციო სამსახურზე - პოლონეთი მტრულ საქმიანობაშია შემჩნეული - ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს

არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოაწყოს,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის ამოქმედება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „პოლონეთი შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში“.

„გულდასაწყვეტია. პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქართველო, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, ინტერესი გამოიჩინეს და შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს იმისკენ, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით, მხარდაჭერით კეთდებოდა. ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციის, შუღლის გაღვივება. ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. არაერი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, რევოლუციების მცდელობები და ა.შ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოაწყონ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო, - ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo News უკვე პირდაპირ ეთერშია“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყება X-ზე.

ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „პროგრამა სანდო რეპორტაჟებისა და ევროპული პერსპექტივის გადაცემას უზრუნველყოფს“.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა