კახა კალაძე - აშშ-თან გვინდა ნორმალური, პარტნიორი, მეგობრული ურთიერთობები - ვნახოთ, ველოდებით

ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ფურცლიდან,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რომელიც სიცრუეზე და მუქარაზე იყო დაფუძნებული.

„ის დამოკიდებულება, რაც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ეს იყო მტრული დამოკიდებულება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელიც იყო სიცრუეზე, მუქარაზე დაფუძნებული. ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, არასწორ ინფორმაციას შეიცავდა საქართველოსთან მიმართებით. გვინდა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიხედოს. ჩვენ გვინდა ნორმალური, პარტნიორი, მეგობრული ურთიერთობები. ვნახოთ, ველოდებით“,-განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ