ეკა კუპატაძე - დავის მხარისათვის ჩემი მოსმენა დისკომფორტია - ისინი აცხადებენ, რომ თითქოს მათი „კიკინიანი“ შვილები პროკურატურას შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე, მაშინ მათ ჩემი მოსმენა უნდა უნდოდეთ

დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე და მათი „კიკინიანი“ შვილები პროკურატურას შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე, მაშინ მათ ჩემი მოსმენა უნდა უნდოდეთ , - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავის მხარისათვის მისი მოსმენა დისკომფორტია.

„დავის მხარისათვის ჩემი მოსმენა დისკომფორტია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე და მათი კიკინიანი შვილები პროკურატურას შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე, მაშინ მათ ჩემი მოსმენა უნდა უნდოდეთ. იმის შანსი, რომ მოსამართლის წინაშე დავეკითხე, ხელიდან გაუშვეს.

ასევე, ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიაშვილმა არაერთი ცნობა წარადგინა სასამართლოში, ამ ცნობების ავთენტურობას მოვიკვლევ და დავადგენ. პირველი ცნობა, არის კარდიოლოგის და ცნობის მიხედვით, გულის სტრუქტურა და ფუნქცია ნორმაშია და კარგად მუშაობს. მე-2 და მე-3 ცნობები სრული შოკია, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ეს ცნობები ერთი და იმავე ფსიქოთერაპევტმა გასცა. მან პაციენტი 4 თებერვალს ნახა. ანამნეზი იმდენად მძიმე არის, რომ დანიშნული აქვს მედიკამენტი, რომელიც პიტნას, „ვალერიანს“ და ბარამბოს შეიცავს. ფსიქოთერაპევტმა პაციენტი 4 თებერვალს ნახა, პირველი ცნობა 9 თებერვალს, მეორე კი 27 აპრილს გასცა, სასამართლო პროცესის წინა დღეს, რომელზეც ის უნდა გამოცხადებულიყო. 2 თვის წინ ნანახით გასცა ცნობა ფსიქოთერაპევტმა. ეს უკვე განგაშია.

27 აპრილის ცნობაში ჩამატებულია, რომ პაციენტმა კარდიოლოგს მიმართა, მაგრამ, იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა რომ ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენები იყო დამონტაჟებული? ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ნია იმნაძე 4 თებერვალს საკმაოდ ლაღი და ბედნიერია. იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა, რომ იმნაძის გული ჯანმრთელი იყო. მართლმსაჯულება, რომ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, ციხეები ცარიელი იქნებოდა და სასამართლო პროცესები მთქნარებაში იქნება წარმართული“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა