ირაკლი კუპრაძე - ქართული პოლიტიკური აქტორების საღი აზრისკენ მიბრუნება ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ და პოლიტიკურმა აქტორებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა ბოლო წლის განმავლობაში მძიმე სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს, სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური აქტორები უბრუნდებიან საღ აზრს , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომ ოპოზიციამ იდენტობა უნდა შეინარჩუნოს.

კუპრაძის თქმით, პოლიტიკური აქტორების „საღი აზრისკენ მიბრუნება“ მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია შეიქმნას.

„ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი საქმე - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ამის გაკეთება უნდა მოხდეს არჩევნების გზითა და საზოგადოების კონსოლიდაციით და არა ხელოვნური ერთობებით, არა მექანიკური ერთობებით, რომელიც არ იქნება მიმართული ქართველი ხალხის საჭიროებებზე.

ქართული პოლიტიკური აქტორების საღი აზრისკენ მიბრუნება არის ღირებული და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და ქართული პოლიტიკა არ იქნება თვითდაზიანების რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ