სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას 1-ელ მაისს წარადგენს.
ამის შესახებ საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა.
პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნას ბიუროს წარუდგენს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.
დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის თავმჯდომარე წარადგენს.
დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.