შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის საფუძველი შექმნა.

„ვულოცავ მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ