შსს - თბილისში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს - ბრალდებული დაკავებულია

სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10 000 ლარი შეადგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1997 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10 000 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ვ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში