ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისია - ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული - დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო დეტალურად დამუშავდება

ჩვენი რეკომენდაციაა - უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს,- ამის შესახებ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება.

„დასკვნა სამ მიმართულებას ეფუძნება. პირველი, ეს არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც არის საშუალო ვადიანი პერიოდი, 6-თვიდან 9-თვემდე და ეს დაფუძნებული იქნება არაჯანსაღი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე, საუკეთესო პრაქტიკებზე. დასკვნაში სხვადასხვა ქვეყნის მოდელებია მოყვანილი - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესპანეთის, ჰოლანდიის.

დასკვნა ზოგად სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და იქ უფრო დეტალურად დამუშავდება.

გრძელვადიანი სტრატეგია ლოჯისტიკური ჯაჭვის შემცირებასა და დამოკლებას მოიცავს, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას.

4 ქვეყნის გამოცდილება არის აღებული და თუ კი აღმასრულებელი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, აქედან ჩვენი რეკომენდაციაა - უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში