ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

კომისია ამ კონტექსტში ორი ალტერნატიული მოდელის შესაძლო განხორციელებაზე საუბრობს - ეს არის დამოუკიდებელი სექტორული მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და არსებული ინსტიტუციის - მაგალითად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ფარგლებში შესაბამისი ფუნქციის გაფართოება.

“FMCG სექტორი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურად მნიშვნელოვან სექტორს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს, როგორც მომხმარებლის ყოველდღიურ ხარჯებზე, ასევე ინფლაციის დინამიკაზე. მიუხედავად ამისა, სექტორში პრაქტიკულად არ არსებობს ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ფუნქციონირების სისტემურ მონიტორინგს და ფასების ფორმირების პროცესის გამჭვირვალობას.აუცილებელია საშუალოვადიან პერიოდში ისეთი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც გააუმჯობესებს ბაზრის გამჭვირვალობას, შეამცირებს ღირებულებათა ჯაჭვში არსებულ ასიმეტრიას და შექმნის უფრო კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს.სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:(1) სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა;(2) კომერციული ურთიერთობების სტანდარტიზაციის ჩარჩოს შემუშავება;(3) სექტორული მონიტორინგის სისტემის დანერგვა;(4) მონაცემთა გაციფრულება ბაზრის მოთამაშეებისთვის.

ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება ბაზრის მსხვილი მოთამაშეების იდენტიფიკაცია და კატეგორიზაცია, მათ შორის იმ სუბიექტების გამოყოფა, რომლებიც გადამეტებულ საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. აღნიშნული შეიძლება ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა წლიური ბრუნვა ან საცალო ქსელების მასშტაბი. ეს საშუალებას მისცემს მარეგულირებელს გამოიყენოს მიზნობრივი ინსტრუმენტები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად და არა ერთიანი, ზოგადი მიდგომა მთელი სექტორის მიმართ”, - ნათქვამია დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა