დავით მათიკაშვილი - მაისში ვიზიტი იგეგმება, რომელსაც წინ უსწრებდა ამერიკაში ვიზიტი და სატელეფონო საუბარი - ყველა ნაბიჯი იქითკენ მიდის, რომ მხოლოდ ფურცელზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა, რეალურად გადაიქცეს

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ - მაისში ვიზიტი იგეგმება, რომელსაც წინ უსწრებდა ამერიკაში ვიზიტი და სატელეფონო საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი იქითკენ მიდის, რომ მხოლოდ ფურცელზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა რეალურ და ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად გადაიქცეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. იცით, რომ მაისში ვიზიტი იგეგმება, რომელსაც წინ უსწრებდა ამერიკაში ვიზიტი და სატელეფონო საუბარი. ყველა ნაბიჯი იქითკენ მიდის, რომ მხოლოდ ფურცელზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც მეხუთე კოლონისა და არაფორმალური მმართველობის ჩარევით ანულირდა, რეალურ და ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად გადაიქცეს. პატარა ქვეყანა ვართ. ამერიკას დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ჩვენი მეგობრობისადმი ჩვენი ერთგულება არაერთხელ გვაქვს დამტკიცებული, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვის ხარჯზეც. მნიშვნელოვანია, თუ ეს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან, ახალი გვერდიდან დაიწყება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში