გიორგი შარაშიძე - ვიდრე ქვეყანაში იქნება იმ მასშტაბის კორუფცია, რაშიც „ოცნებამ“ ჩაფლო, იქამდე ფასები არ დაიწევს - კომისიის ე.წ. დასკვნა ფუჭად გაწეული ნაშრომია

ვიდრე ამ ქვეყანაში იქნება იმ მასშტაბის კორუფცია, რაც დღეს არის და რა მასშტაბის კორუფციაშიც „ოცნებამ“ ჩაფლო, იქამდე ფასები არ დაიწევს და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობა და მათი სოციალური მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის ე.წ. დასკვნა ფუჭად გაწეული ნაშრომია და არანაირი კავშირი ფასების ცვლილებასთან არ აქვს.

ირაკლი კობახიძე ოთხი თვის წინ საუბრობდა, რომ სახეზე გვაქვს მაღალი ფასნამატი, 86%-იანი ფასნამატიც კი დააზუსტა მან, რომ გვაქვს გაზრდილი მარჟები და საუბრობდა საცალო, სუპერმარკეტების ქსელებზე, რომ არის გაზრდილი მარჟები და კარტელური გარიგებები. ძირითადად ეს სამი არგუმენტი იყო, რის გამოც კობახიძემ თითქოსდა ფასების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია დაიწყო.

დღევანდელი დასკვნა ირაკლი კობახიძეს ამ სამივე არგუმენტს უარყოფს, რადგან კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით წერს, რომ თურმე კონკურენცია მაღალია; მარჟებთან დაკავშირებით წერს, რომ არის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება; და ფასნამატებზეც დაახლოებით იგივეა.

ამ ე.წ. დასკვნამ, რომელიც ფუჭად გაწეული ნაშრომია და არანაირი კავშირი ფასების ცვლილებასთან არ აქვს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირაკლი კობახიძე ან ტყუილს ამბობდა, ან შეცდომაში იყო შეყვანილი. ამიტომ ეს მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ „ოცნების“ ყველა კამპანია არის ტყუილების კამპანია. ოთხი თვის წინ ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ საქართველოში პროდუქტები რამდენად არის ძვირი ევროპულ პროდუქტებთან შედარებით და დღეს ვხედავთ პროპაგანდა როგორ ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურმე პირიქით არის.

თურმე არც კარტელური გარიგებები ყოფილა ამ კომისიის დასკვნას თუ დავუჯერებთ, არც მაღალი ფასნამატი და არც მოგების მაღალი მარჟა, იმიტომ რომ გასაოცარი კონკურენცია ყოფილა. ამიტომ კიდევ ერთი დასტური არის, რომ ტყუილი, ტყუილი, ტყუილი! არაფერში „ოცნების“ დაჯერება არ შეიძლება და ეს ხალხმა კარგად უნდა იცოდეს.

სანამ ამ ქვეყანაში იქნება იმ მასშტაბის კორუფცია, რაც დღეს არის და რა მასშტაბის კორუფციაშიც „ოცნებამ“ ჩაფლო ეს ქვეყანა, იქამდე ფასები არ დაიწევს და არანაირად ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობა და მათი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ვერანაირი დასკვნა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ამ პრობლემას გადაჭრის კორუფციასთან რეალური ბრძოლა. კორუფციას, რა თქმა უნდა, „ოცნება“ არ ეშვება და ვერ ეშვება. სანამ იქნება „ოცნება“, იქამდე იქნება მაღალი ფასები და იქამდე ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია. "ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს", - მიიჩნევს კომისია. ასევე, კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის