„ფედერალისტები“- ივანიშვილის რეჟიმმა „ფეისბუქპოსტის“ გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა - ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც ჰიმნით განვადიდებთ

ივანიშვილის რეჟიმმა „ფეისბუქპოსტის“ გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15 - დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა, ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის, 26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უნდა შეიკრიბონ.

„თავისუფალი საზოგადოება და სახელმწიფო ემყარება რწმენას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს ხელშეუვალი უფლებები, რომლის ხელყოფის უფლებაც არცერთ ხელისუფალს არ აქვს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი მოსაზრება ისე, რომ შურისძიებისა და დევნის არ ეშინოდეს.

ივანიშვილი კი ცდილობს, ნორმად დაამკვიდროს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება, ხოლო კონსტიტუციის სრული დარღვევით კანონმორჩილი მოქალაქეების დატყვევება - მართლმსაჯულებად.

თანაც, ამ გზით თავის კორუმპირებულ ხელქვეითებს იცავს, რათა ხალხის ძარცვისა და დევნის პასუხად, მოქალაქეს მათი კრიტიკის უფლებაც არ ჰქონდეს.

ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ეს ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, ვიკრიბებით 26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

მხოლოდ მტკიცე და საყოველთაო პროტესტით დავამარცხებთ ერის მოღალატე რეჟიმს და ქვეყნის ბედს საქართველოს მოქალაქეების ხელში დავაბრუნებთ. დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის