ნიკა ალავიძე - ფასების კომისია ეს იყო კიდევ ერთხელ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ ფუნდამენტური და მთავარი პრობლემებიდან, რომელიც ამ ქვეყანაშია - ოთხი თვის განმავლობაში რეალობის ობიექტური შეფასება არ მომხდარა

კარგია, რომ ადამიანებმა იმუშავეს, მაგრამ ოთხი თვე არ სჭირდებოდა. 200 დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტი ასეთ დოკუმენტს ძალიან კარგად დააგენერირებდა, - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის საქმიანობას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ფასების კომისიის შექმნას აფასებს როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტს, რომელიც მისი თქმით, რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა.

„სასაცილოა მთლიანად ეს პროცესი. კარგი იქნებოდა საერთოდ არ გვესაუბრა ამაზე, რადგან ეს არის პროპაგანდის იარაღი ძირითადი საკითხებიდან ყურადღების გადატანისთვის. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ავტოკრატიული ნაბიჯები. ჩვენ რასაც ვაკვირდებით ეს არის შედეგი, დამდგარი, მოსალოდნელი შედეგის პატარა ნაწილი.

კარგია, რომ ადამიანებმა იმუშავეს, მაგრამ ოთხი თვე არ სჭირდებოდა. 200 დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტი ასეთ დოკუმენტს ძალიან კარგად დააგენერირებდა, ფასების კომისია ეს იყო გეგმა, კიდევ ერთხელ ყურადღების გადატანის მცდელობა, იმ ფუნდამენტური და მთავარი პრობლემებიდან, რომელიც რეალური პრობლემაა ამ ქვეყანაში. ოთხი თვის განმავლობაში რეალობის ობიექტური შეფასება არ მომხდარა. გასაგებია, რომ კობახიძეს არ აქვს ეკონომიკური განათლება, არც სურვილი აქვს, რომ გაერკვეს ამაში. კობახიძის განცხადებები, მათ შორის მის მიერ ჩაწერილი ვიდეოები და ა.შ. დასაწყისშივე იყო მცდარი“, - განაცხადა ალავიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს