სალომე ზურაბიშვილი - 1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად -  დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის

1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად, დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული კანონი ქართული სოფლის მეურნეობის განადგურებას ემსახურება.

„1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად: დღეიდან გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე „ხელისუფლების ნებართვის გარეშე” და მასზე მოყვანილ ყურძნისა თუ დაყენებულ ღვინის გაყიდვაზე. ანუ დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის.

ეს კანონი პირდაპირ ქართული სოფლის მეურნეობის განადგურებას ემსახურება და გლეხების გაქრობას თუ ქვეყნიდან წასვლას!” - წერს ზურაბიშვილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში