მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა - კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და აპირებენ ხალხის შევიწროებას

საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა - კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხმაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთი მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორე მხრივ ხალხის შევიწროებას“.

„1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა. იხსნება ახალი საჯარიმო მოედნები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამას ემატება ბევრად მეტი საჯარიმო კამერა.

საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა. თბილისში პარკინგი შემცირდა 5 ათასი ადგილით იმის გამო, რომ სახლები ჩადგეს, შესაბამისად ლეგალური დასაყენებელიც არსადაა, ამიტომ დაჯარიმება თითქმის გარდაუვალი ხდება.

თან ეს იმ პირობებში, რომ კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად.

მოკლედ, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და ამგვარად აპირებენ ერთის მხრივ თავისი მუქთახორა ა(ა)იპ/სსიპ-ების თანამშრომლების ხელფასების გადახდას და მეორეს მხრივ ხალხის შევიწროებას“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება