ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს ქუთაისში, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც სამედიცინო დახმარების მიუხედავად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის ადგილზე მყოფმა პირმა კი, რომელმაც ბრალდებულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) რაც თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს წარედგინა.მეორე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე უკვე მიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა