ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მედიის მხარდამჭერი მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

შაბათის ტრადიციული მარში დღეს მედიის მხარდაჭერას ეძღვნება.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს”.

ასევე, ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.

გარდა ამისა, მოქალაქეებს აქვთ ბანერები ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გამოსახულებით, რითაც აქციის მონაწილეები დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან.

მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს