მოსკოვის მერის განცხადებით, დედაქალაქში დრონი შენობას მოხვდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, მოსფილმოვსკაიას ქუჩის მახლობლად დრონი შენობას მოხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მერის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

თვითმხილველებმა მედიასთან განაცხადეს, რომ გრუხუნის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მივიდნენ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება