ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს - რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სომხეთში ყოფნისას განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე დასასწრებადაა ჩასული.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას. მოკლედ, საინტერესო ღონისძიებაა და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება დაკავშირებადობის ნაწილში საქართველოს როლს, ამიერკავკასიის და განსაკუთრებით, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით. ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!