AI & Digital Commerce for Women - ახალი გლობალური ინიციატივა BTU და Mastercard კოლაბორაციით განხორციელდება

მეწარმე ქალთა გადამზადება ხელოვნური ინტელექტის, ელ-კომერციის და ფინანსური წიგნიერების მიმართულებით, ახალი ინიციატივაა, რომელიც საპილოტე ჯგუფს 2026 წელს საქართველოში შეარჩევს, მომდევნო ეტაპზე კი გაზრდის მასშტაბებს და სხვადასხვა ქვეყანას და მრავალრიცხოვან ბენეფიციარს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან ელექტრონული კომერციის საკუთარ პლატფორმებს, მოახდენენ Mastercard-ის გადახდის სისტემების ინტეგრაციას, შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებას vibe coding-ისთვის, ინტუიციურ, ექსპერიმენტულ და შემოქმედებით კოდირებას, დახვეწენ ბიზნეს მოდელს და MIT-ს მასალების გამოყენებით, შეიძენენ უნარებს, რომელიც დაეხმარება საკუთარი სტარტაპების განვითარებაში. მათ აგრეთვე განუვითარდბათ კიბერჰიგიენის უნარები და შესაძლებლობა ექნებათ შექმნან თანამედროვე, ინოვაციური გარემოს შესაბამისი პლატფორმები.

აღნიშნული პროექტის ინიცირება მოხდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Mastercard Georgia-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შემდეგ და ის სტარტს ზაფხულში აიღებს. პროექტი უზრუნველყოფს პრაქტიკულ სწავლებას და ტექნოლოგიების სფეროს წამყვანი მენტორების ჩართულობას.

ქალთა გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიების, ელექტრონული და ფინანსური სერვისების საშუალებით Mastercard-ის გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას ციფრულ ტრანსფორმაციაში.

Mastercard Center for Inclusive Growth-ის მხარდაჭერით, პროგრამა ქმნის მდგრად პლატფორმას ქალებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და მნიშვნელოვანი როლის შესრულება მომავლის ეკონომიკაში.

პროექტის შესახებ პირველი დისკუსია გაიმართა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ მონაწილეობა მიიღო Mastercard-ის სესიაზე, მეწარმე ქალთა გაძლიერების შესახებ. სესიას ესწრებოდა Mastercard-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, Merit. E. Janow და მასთან ერთად განხილულ იქნა Mastercard Center for Inclusive Growth-ის ხედვა და მიზნები. საქართველოში ინიცირებული პროექტი პასუხობს ცენტრის ხედვასა და პრინციპებს და მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაძლიერებას.

პროექტით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით