კირ სტარმერი - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განვიხილავთ უკრაინის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის მხარდასაჭერად და ჩვენთვის საჭირო მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად

ერევანში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ერთ-ერთი ცენტრალური თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის სამიტის მონაწილე ქვეყნებს შორის კოორდინაციას.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ უკრაინის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის მხარდასაჭერად და ჩვენთვის საჭირო მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი განცხადებით, სამიტის მონაწილეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს ჰორმუზის სრუტეში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროცესებს გლობალური გავლენა აქვს და გავლენას ახდენს ყველა ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ ამაზე ევროპელ და სხვა ლიდერებთან ერთად ვმუშაობთ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე, რადგან ეს ყველას ეხება“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, სამიტზე ასევე განიხილება უკრაინისთვის ევროპული ფინანსური დახმარების მექანიზმის საკითხი. სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობას ამ ინიციატივებში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით