ლაშა ფარულავა - თბილისის მთავარი პრობლემა საცობი და პარკირებაა, ამ ყველაფრის უკან კი კალაძის კორუფცია დგას, ვინაიდან ფული არსებობდა, მაგრამ საქმე არ გაკეთდა და ფული გაიფლანგა

დედაქალაქის მთავარი პრობლემა საცობი და პარკირებაა, ამ ყველაფრის უკან კი კალაძის კორუფცია დგას, ვინაიდან ფული არსებობდა, მაგრამ საქმე არ გაკეთდა და ფული გაიფლანგა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ლაშა ფარულავამ მეტრო „დელისთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლაშა ფარულავას განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისელებს 1.2 მილიარდის „ვალი აკიდა“, რომლის გადახდა, ავტომანქანების მფლობელებს გაზრდილი ჯარიმებით უწევთ.

კახა კალაძემ თბილისელებს 1.2 მილიარდის ვალი აკიდა და ეს ფული პარკირებას, საცობებს, bus line-ის მოწესრიგებას უნდა მოხმარებოდა, თუმცა ეს ფული „მოტეხეს“, ოქროს ზოდებად დაილაგეს, გაფლანგეს და თბილისელები საცობში დააყენეს. ეს თბილისელების სისტემური ძარცვაა და კახა კალაძე მთავარი დამნაშავეა, „ლურჯი მელია“, რომელიც ივანიშვილმა თბილისში გამოუშვა იმისათვის, რომ თბილისელები ძარცვოს და საცობში დააყენოს. ახლა კი ამ ვალს, ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილი ჯარიმებით იხდიან. ჯარიმების [საფასური] გაიზარდა, მაგრამ არ გაზრდილა, პარკირების ადგილები.

დღეს, მთავარი პრობლემა საცობი და პარკირებაა, ამ ყველაფრის უკან კი კალაძის კორუფცია დგას, ვინაიდან ფული არსებობდა, მაგრამ საქმე არ გაკეთდა და ფული გაიფლანგა.

ავტომობილს თბილისელები ვერსად ვერ აჩერებენ და ამაზე პასუხისმგებელია კახა კალაძე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში