სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერებს ორ ცვლილებას სთავაზობს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერებს ორ ცვლილებას სთავაზობს.

კერძოდ, როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ქართულ ქარტიაში“ უნდა ჩაეწეროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტების ბიუჯეტიდან დაფინანსება და შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება „კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები“.

“ქართულ ქარტიას“ განახლება შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა ჯერ არავის წარმოუდგენია კონკრეტული წინადადება, არც არავის უკან წაუღია ხელმოწერა. რჩება ამ ეტაპზე როგორც მაკონსოლიდირებელი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამათ ჩამოსვლის/ წინააღმდეგობის ფრონტის გამარჯვებისას პირველადი საერთო სამოქმედო გეგმა.

მე მინდა ყველა ხელმომწერს შევთავაზო ორი მნიშვნელოვანი ცვლილება თუ დამატება: - პირველ ორ პრიორიტეტთან ერთად ( სინდისის და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება, ყველა ანტიევროპულ და ანტიქართულ კანონის გაუქმება) მესამეც ჩაეწეროს: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტები ბიუჯეტიდან დაუყოვნებლივ დაფინანსდეს!

მეორე: შეიქმნას სახელმწიფო სპეციალური ფონდი, სადაც ჩაირიცხება კორუფციით, მანკიერი ტენდერებით და სხვა ფორმით ბიუჯეტიდან მოპარული თანხები და პრიორიტეტად ამ თანხებს განესაზღვრება საქართველოში ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრისა და ასევე ყველა შესაძლო ბავშვთა დაავადებების სამკურნალო ხარჯების დაფინანსება.

ჩვენი, მომავალი თაობის ჯანსაღ სიცოცხლეს უნდა მიეძღვნას ამდენი თაღლითის და კორუმპირებული პოლიტიკოსისგან მოპარული თანხები!

იმედი მაქვს, ეს საკითხი ყველასათვის მისაღები იქნება და ერთიანობას გაამყარებს კიდევაც”, - წერს ზურაბიშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!