თაზო დათუნაშვილი - უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!

საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

5 თვე გავიდა ირაკლი კობახიძის მიერ ფასების შემცირების დაანონსებიდან და საპარლამენტო კომისიის შექმნის, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა!

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში სასურსათო პროდუქცია მკვეთრად გაძვირდა, კერძოდ, თევზეული გაძვირებულია 21.3%-ით, ხილი 11.8%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.%-ით, ბოსტნეული 9.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.7%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული 7.3%-ით და რძე, ყველი და კვერცხი 4.5%-ით.

გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს ელექტროენერგია 1-ელი აპრილიდან 30%-ით გაუძვირა.

ფასების ზრდასთან ერთად, „ქართული ოცნება’’ ჯარიმებსა და საჯარო სერვისების ფასებსაც ზრდის, რაც მოქალაქეებისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის:

50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50-დან 75 ლარამდე გაიზარდა ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება;

100-დან 150 ლარამდე პასპორტის აღება;

30-დან 60 ლარამდე პირადობის მოწმობის აღება;

55-დან 150 ლარამდე გაიზარდა ქონების რეგისტრაცია;

70-დან 200 ლარამდე გაიზარდა ავტომობილის რეგისტრაცია.

საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს არ ჰქონდეთ არჩევანი გასაკეთებელი საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვას შორის“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე