სალომე სამადაშვილი - რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 5 მაისს უნდა მიიღოს, კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს, დაკარგონ უვიზო მიმოსვლის მონაპოვარი

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

„იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით და პირიქით, ის რეზოლუცია, რომელიც უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, ნათელს გახდის კიდევ ერთხელ, რომ დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში, როგორიც არის, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა. ეს საფრთხე იქმნება ერთადერთი მიზეზით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რომ ეს ქვეყანა დარჩეს აბსოლუტურ იზოლაციაში ევროპისა და დასავლური სამყაროსგან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, 5 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიშის პროექტს უყრიან კენჭს. ანგარიშის მომხსენებელი, ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიანეა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!