ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს

მთელი გულით და მთელი გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, „ოცნებისთვის“ 0 შედეგი ექნება. ჯერ ერთი სომხეთია და სხვაგვარად არც იქნებოდა. მეორე - „ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ოროსნის ადგილი უკავია,- ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის და პრემიერის ვიზიტს.

როგორც ხოშტარია წერს, ამ მოცემულობაში, „როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიებაა“.

„მთელი გულით და მთელი გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა. სწორი, პატრიოტული, გააზრებული მუშაობა ყოველთვის ფასდება და ფაშინიანი ამის მაგალითია.

ჩვენთვის, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ევროპა რეგიონშია, თან ისე მძლავრად, როგორც არასდროს. როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს. მთავარია, ეს არის რუსეთის კრახი და ევროპის ძალა, ეს არის მშვიდობის და თავისუფლების შანსი. მთავარია, მარტო არ ვართ.

ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, „ოცნებისთვის“ 0 შედეგი ექნება. ჯერ ერთი სომხეთია და სხვაგვარად არც იქნებოდა. მეორე - „ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ოროსნის ადგილი უკავია. და მესამე - თავად იდარდონ „ამ საშინელ“ ქვეყნებს რომ „ეტენება“ მათი პრემიერადწოდებული.

ცუდი დღე გაუთენდა რუსეთს”,- წერს ხოშტარია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!