ეროვნული ბანკი - 2025 წელს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 1.710.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.159.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წელს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 1,710.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6,159.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთლიანი რეზერვების ზრდას მათ შორის ხელი შეუწყო ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდამ.

„საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. 2025 წელს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 1,710.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6,159.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვნად აისახა სებ-ის მიერ წმინდა სავალუტო შესყიდვები. ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებაზე, როცა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ამის შესაძლებლობას იძლევა. ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, წესებზე დაფუძნებული Bmatch ინტერვენციების მეშვეობით სებ-მა 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა. ასევე, მთლიანი რეზერვების ზრდას ხელი შეუწყო ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდამ. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქრო დაემატა. ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისგან (BIS) შეიძინა. ოქროს ფასის ზრდის ფონზე, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მისი შესყიდვის მომენტიდან ფასის ზრდის ეფექტმა მთლიან რეზერვებზე 502.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში გაიზარდა და 16.3 პროცენტი (დაახლოებით 1.0 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ