ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო  ჩვენი ქვეყნისთვის

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა გამოსვლა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე.

„მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას, მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში იმართება ეს სამიტი. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს. ასევე, ამ ფორმატში გვაქვს ხოლმე საშუალება, ბევრ ლიდერს გავესაუბროთ და ეს შესაძლებლობაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში