პრემიერი - სამიტის ფორმატში საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია - რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის სერიოზული პრობლემა, ეს სამწუხარო რეალობაა

ამ სამიტშიც მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელთაც არაერთხელ გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის მიმართ, რაც სამწუხაროა - აქ, ჩვენ, საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საუბრისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი იმ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის სერიოზული პრობლემაა, მუდმივად ვსაუბრობთ ამაზე. ეს სამწუხარო რეალობაა. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ვითარება შეიცვლება.

რა თქმა უნდა, ამ სამიტშიც მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელთაც არაერთხელ გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის, ქვეყნის მიმართ, რაც სამწუხაროა. უნდა ვიმუშაოთ, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც მუშაობა გვიწევს. მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე. აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია. ამ ფორმატში არ ყოფილა ამაზე საუბარი. გასაუბრება მქონდა არაერთ ლიდერთან, ამ ფორმატში ლიდერების ნახევარზე მეტთან გაქვს გასაუბრების საშუალება, ფორმატი ასეთია. ყველასთან გვქონდა საუბარი იმ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია“,- აღნიშნა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!