მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე - ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული - საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შეჰქმნია

საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შეჰქმნია, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას: „საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს - ეს გვზღუდავს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანონები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამაში უცნაური არაფერია.

„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს, ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ კეთდებოდა განცხადებები ამა თუ იმ პროგრამის შეჩერების თაობაზე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რასაც შემდგომ იყენებდნენ იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და ჰქონოდა გარკვეული გამოხმაურება, ამისთვის იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან პროგრამები და სხვადასხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შეჰქმნია.

წესების და კანონის მიხედვით უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული, ამაში უცნაური არაფერია, კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და თუ ვინმეს აინტერესებს რა ინტერესებიდან გამომდინარეა ესა თუ ის კანონი მიღებული, ყველას აქვს შესაძლებლობა, ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე და ახსნაზე უარი. თუ ვინმეს სურს, რომ ჩაიხედოს სიღრმეებში, ამის შესაძლებლობაც არსებობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში