ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით - ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი, პატარა ქვეყანა ვართ და საჭიროა ლავირება

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც.

„ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აქედან გამომდინარე, საჭიროა ლავირება, საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა