მაკა ბოჭორიშვილი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის და ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს ეთმობა - აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის და ჩვენი ქვეყნის როლი სწორედ დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი პანელური დისკუსია დაკავშირებადობაზე იყო, სადაც მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე ეკონომიკური განვითარების კონტექსტში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღეს, ერევანში “ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი გაიხსნა. სამიტში ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის წევრი და რეგიონის ქვეყნების, ასევე დიდი ბრიტანეთისა და კანადის ლიდერები მონაწილეობენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში