ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, სპეციალური დანიშნულების რაზმის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ზურაბ ცისკარიშვილმა სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სპეცრაზმის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სპეცრაზმის ინფრასტრუქტურა მოინახულა და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!