ირაკლი კობახიძე - მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს - ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ!

მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს - ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ! - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის ფარგლებში წარდგენილ შესწორებებს, რომელიც ტელეკომპანიების: - „იმედის“, „რუსთავი2“-ის და „პოსტივის“ მიმართ შემზღუდავი ზომების მიღებას ითვალისწინებს.

კობახიძის განცხადებით, „შეფასებაც არ სჭირდება იმას, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები სხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლებას პირდაპირ ესხმიან თავს“.

„ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ამას შეფასებაც არ სჭირდება. ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსები ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს პირდაპირ უპირისპირდებიან. მედიის თავისუფლებაც ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულებაა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს. ეს ჯერ დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოხდა და ახლა ამ ყველაფერს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!