არჩილ გორდულაძე - ერთი ცენტის ფასიც კი აღარ აქვს  ევროპარლამენტის რეზოლუციებს - მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება რასთან გვაქვს საქმე, რა არის რეალობა

ერთი ცენტის ფასიც კი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს - მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება რასთან გვაქვს საქმე, რა არის რეალობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საქართველო წინ მიდის, ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული სხვადასხვა პირის შეფასებები არის მცდელობა პარალელურ რეალობა შეიქმნას და ამით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაისხას წყალი.“

„ერთი ცენტის ფასიც კი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე მერამდენე რეზოლუციას იღებენ, სადაც არავითარი დასაბუთება და ფაქტები არ არის - მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოყენებული სხვადასხვა ეპითეტია, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა პირი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიყენებენ. მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება რასთან გვაქვს საქმე, რა არის რეალობა, რაც დასტურდება არათუ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების შეფასებებით, არამედ ავტორიტეტული სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებებით - იქნება ეს მსოფლიო ბანკი თუ სხვა, რომ არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, რომლის მიხედვითაც საქართველო წინ მიდის. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებული სხვადასხვა პირის, რომლებსაც სუვერენიტეტის ნატამალიც კი აღარ აქვთ შერჩენილი, შეფასებები არის მცდელობა პარალელურ რეალობა შეიქმნას და ამით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაისხას წყალი“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.

პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ