პრემიერი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები.

„მთავარია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ექსპერტული ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა გაგრძელდეს ამ რეჟიმში მუშაობა. რაც მთავარია, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავარია, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ყველა თემასთან დაკავშირებით ისე, რომ გონივრულად დაიხარჯოს თითოეული თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!