ირაკლი კობახიძე - საბჭოური დეზინფორმაციაა, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს - გულისტკივილს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ყოველთვის ვუფიქსირებთ, თუმცა ცალკეულ საუბრებს დიდი ეფექტი ვერ ექნება

ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი კოლეგები საკუთარი საბჭოთა წარსულისგან ვერ გათავისუფლდნენ - საბჭოური დეზინფორმაციაა ის, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზე დასმულ კითხვას.

მორიგ კრიტიკულ დოკუმენტზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროპული ბიუროკრატია ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს ძალიან დასცილდა“.

„ამის გამოხატულებაა ტექსტები, რომლის თაობაზეც ახლა გვიწევს კომენტარის გაკეთება. ევროპარლამენტმა თავის დროზე საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია ძალიან დიდი უმრავლესობით დაამტკიცა. საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია ეს არის ევროპული ბიუროკრატიის მასშტაბური პრობლემა და ამ პრობლემას მხოლოდ ქალბატონ რასაზე და მის საბჭოურ წარსულზე ვერ დავიყვანთ. ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც ევროპულ ბიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში სრულიად თვალსაჩინოა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნულ პრობლემაზე გუშინ, ერევანში ყოფნისას ესაუბრა თუ არა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბრები ხშირად აქვს. კობახიძემ თქვა ისიც, რომ „ევროპასა და ევროპულ ბიუროკრატიაში საერთო ფონი ძალიან დამძიმებულია და ასეთ ფონზე ცალკეულ საუბრებს დიდი ეფექტი ვერ ექნება“.

„წინა სამიტის დროს ამ თემასთან დაკავშირებით უფრო ვრცელი საუბარი მქონდა და ჩვენს გულისტკივილს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუფიქსირებთ. ჩვენ ამის პრობლემა არა გვაქვს. ევროპელ პოლიტიკოსებს ჩვენ ჩვენს წუხილს ყოველთვის ვუზიარებთ, თუმცა ვხედავთ, რომ ევროპასა და ევროპულ ბიუროკრატიაში საერთო ფონი ძალიან დამძიმებულია. ასეთ ფონზე ისინი პირდაპირ ესხმიან თავს თავისუფალ მედიას, ავრცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაციას.

ეს არის საერთო ფონი და ამ ფონზე ცალკეულ საუბრებს დიდი ეფექტი ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ