ირაკლი კობახიძე ევროპელ პოლიტიკოსებზე - ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ ღია დიალოგისთვის, რა თემაც არ უნდა იყოს, დაწყებული კანონებით

ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ ღია დიალოგისთვის - რა თემაც არ უნდა იყოს, დაწყებული კანონებით, - ამის შესახებ მედიასთან მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებით მუშაობს და იმისთვის, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს ღია დიალოგისთვის მზად არიან.

„როდესაც ევროპარლამენტარები საქართველოში თავს ესხმიან მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი. როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართველ ხალხს - და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე - ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. რეალურად ამ მდგომარეობაში ჩაიგდო საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. როდესაც ევროპარლამენტი თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არავითარი შეფასებაც კი არ სჭირდება.

ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია - ყველა თემასთან დაკავშირებით მზად ვართ, ღია დიალოგისთვის. რა თემაც არ უნდა იყოს, დაწყებული კანონებით. თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა 4 წელიწადში. ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა. რისთვის უნდათ? - ცხადია, რისთვისაც უნდათ! იმისათვის, რომ არეულობას მიაღწიონ.

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!