„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და კრიზისის დაძლევის გზები იქნება.

„გვაქვს შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ევროპული კავშირის და სრულიად ცივილიზებული სამყაროს სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენელს გავაცნოთ ჩვენი პოზიციები. ის მოსაზრებები, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისის გადაჭრას, სად არის კრიზისის გადაჭრის გზები, რას ვაკეთებთ ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო" იმისთვის, რომ ეს კრიზისი აღმოიფხვრას ქვეყანაში. ჩვენ გავაჟღერებთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ძირითად მოთხოვნას და გზავნილს, რომელიც გაგვაჩნია წელიწად ნახევრის განმავლობაში. ამავე დროს, ძალიან აქტიურად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო არ დავანებოთ რუსულ რეჟიმს, არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის იზოლაცია და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზეც დაცული იყოს",-განაცხადა გეგელიამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში