ირაკლი ქადაგიშვილი - არაფერი დაგვიშავებია უკრაინისათვის, კარგია, თუ მოტრიალდა ზელენსკი, ხელი ჩამოართვეს, ისაუბრეს - ჩაეტარებინათ სამიტი საქართველოში, ვინ უშლიდათ ხელს? რაიმე ისეთი გააკეთა საქართველომ, რომ ეს არ შეიძლებოდა?

ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია უკრაინისათვის - ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობისთვის, მათ შორის, სამთავრობო დონეზე, ამას მხოლოდ მიესალმება.

„თუ საქართველოს მხარეს ხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ თვალით არ უყურებთ ქვეყანას, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ და მისმა ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ რა ნაბიჯებიც გადადგა.

აბსოლუტურად გაუგებარი იყო - დღესაც, სკოლებში დაახლოებით 3000 ბავშვამდე უკრაინულ ენაზე სწავლობს სკოლებში და 500-ზე მეტი უკრაინელი სტუდენტია, რომელიც აქ სწავლობს. საქართველომ, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ყველა ნაბიჯი გადადგა - ყველანაირი დიპლომატიური თუ პოლიტიკური ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და აგრესიის დასაგმობად. ვისაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიმართულებით არ აქვს მეხსიერება მიმართული, გვახსოვს როგორ მოგვიწოდებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვაზე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ნათელია. კარგად გვახსოვს უკრაინის სპეცსამსახურები როგორ აგზავნიდნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. ამიტომ, ეს ის რეალობაა, რომელიც იყო. ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია უკრაინისათვის. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია. დანარჩენი მათი ნებაა და ძალიან კარგია, თუ მოტრიალდა [ვოლოდიმირ ზელენსკი], ხელი ჩამოართვეს, ისაუბრეს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება საქართველო-უკრაინის, მათ შორის სამთავრობო ურთიერთობის დონეზე. ამას მხოლოდ მივესალმები”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობას შეეხებოდა, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ იმ პოლიტიკას რომ გაჰყოლოდნენ, საითკენაც უბიძგებდნენ, სამიტის ნაცვლად, საქართველოში „ნანგრევებს ბოლი რომ ასდის, ამის გამოსწორებაზე იქნებოდა ლაპარაკი. “

„ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, იმ პოლიტიკას რომ გავყოლოდით, საითკენაც გვიბიძგებდნენ და რეზოლუციებში რასაც გვიწერდნენ, არანაირი სამიტი არ ჩატარდებოდა აქ. აქ ახლა გვექნებოდა ნანგრევებს ბოლი რომ ასდის, ამის გამოსწორებაზე ლაპარაკი.

აქ სამიტის ჩატარების ადგილი კი არ იქნებოდა, საქართველო იავარქმნილი იქნებოდა საითკენაც გვიბიძგებდნენ, რომ წავსულიყავით. ამიტომ ეს რაღაც გამოგონილი ამბებია, რომ “აქ რომ ჩატარებულიყო”… ჩაეტარებინათ, ვინ უშლიდათ ხელს? საქართველომ რაიმე ისეთი გააკეთა, რომ სამიტი არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო? ისე ატარებდნენ სამიტს შავ ზღვაზე, სამხრეთ კავკასიის დერეფანთან დაკავშირებით, რომ იმ ქვეყანას, რომელიც შავ ზღვაზეა გასული, არ ეპატიჟებოდნენ. რატომ? პოლიტიკური შურისძიების გამო, თორემ განა რეალიზმიდან გამომდინარე. უბრალოდ ახლა იძულებულები არიან - ისე გაუჭირდათ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, ეს არის რეალობა. გაუჭირდათ, იმიტომ რომ ეს გზა სჭირდება დღეს ევროპას, სხვა გზა აღარ არის”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე