გრიგოლ გეგელია - 3 წლის განმავლობაში რეჟიმი აშინებდა ადამიანებს, რომ უკრაინა გვითრევდა ომში, ამას ვისმენდით კობახიძისგან, რომელიც გუშინ აიტუზა და ზელენსკის ძალიან თბილად ესაუბრა - ვხედავთ „ქოცური“ რეჟიმის მხრიდან პოზიციების რევიზიას

ვხედავთ „ქოცური“ რეჟიმის მხრიდან პოზიციების რევიზიას,- ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ერევანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან.

როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 3 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ატყუებდა, რომ უკრაინა საქართველოს ომში ითრევდა და ეს ფაქტიც არის რეჟიმის სიყალბის განსახიერება.

„3 წლის განმავლობაში ეს რეჟიმი უსინდისოდ აშინებდა ადამიანებს, რომ უკრაინა გვითრევდა ომში და უნდოდა საქართველოში „მეორე ფრონტი" გაეხსნა. ამას 3 წლის განმავლობაში ვისმენდით კობახიძისგან, რომელიც გუშინ აიტუზა და ზელენსკის ძალიან თბილად ესაუბრა. ეს არის იმ სიყალბის განსახიერება, რაც არის კობახიძე, ბოჭორიშვილი და ეს რუსულ-ირანულ-ჩინური რეჟიმი. 3 წლის განმავლობაში აშინებდნენ ადამიანებს ზოგიერთი არხის გამოყენებით და ახლა ვითომ ცდილობენ უკრაინასთან ვითარების სტაბილიტიზაციას. ესენი არიან ყალბი ადამიანები. ვინმე თუ კიდევ მათ მხარს უჭერს, კარგად უნდა დაფიქრდეს, როგორ შეიძლება დაუჭირო მხარი ისეთი ტიპის პოლიტიკოსს, რომელიც 3 წელი გეუბნებოდა, რომ უკრაინა ომში გვითრევდა და ქართველი ბიჭები დაიხოცებოდნენ ომში. 3 წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ევროკავშირი გეგმავდა ყველა ქართველი კაცი გეი გამხდარიყო, ახლა გამოვიდნენ და რადიკალურად ცვლიან რიტორიკას საკუთარი ტყავის გადასარჩენად იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მათ არასდროს აინტერესებდათ და არც ახლა აინტერესებთ. კობახიძისგან და მათი ცირკის სხვა ტაკიმასხარებისგან განსხვავებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ უკრაინას რაც შეიძლება ბევრი მომხრე ჰყავდეს. ზელენსკის არასდროს ჰქონია სხვა დამოკიდებულება ამ რეჟიმის მიმართ, ამ რეჟიმს ჰქონდა სხვა დამოკიდებულება“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს შეხვდა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება