ლევან მახაშვილი - ევროპარლამენტის დოკუმენტებმაც, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ ფასი დაკარგა - ერთადერთი სპორტული ინტერესიღაა დარჩენილი, აბა, წინაზე უარეს დოკუმენტს შეიმუშავებენ თუ რამე სიახლე გვექნება

ეს დოკუმენტი თავის დამატებიანად, რომლებმაც კიდევ უფრო მკვეთრად გააუარესა საწყისი, სრულიად აცდენილია რეალობას - ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმაც, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ ფასი დაკარგა, რადგან ის არ ემსახურება თანამშრომლობის და დიალოგის დღის წესრიგს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს ევროპარლამენტის დღის წესრიგი არ მოდის თანხვედრაში საქართველო-ევროკავშირის და ზოგადად საქართველოს უკეთესი, მშვიდობიანი მომავლის დღის წესრიგთან.

„რა გითხრათ, თქვენც იცით, რასაც გავუკეთებდით ამ რეზოლუციას [მაკულატურაში ჩავაბარებდი] - მარტივი მიზეზის გამო: ეს დოკუმენტი თავის დამატებიანად, რომლებმაც კიდევ უფრო მკვეთრად გააუარესა საწყისი დოკუმენტი, სრულიად აცდენილია რეალობას. განსაკუთრებით ამ დღეებში და ამ კვირებში კარგად ჩანს, რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი. ეს არის სწორედ ევროპარლამენტი, ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სახით, რომლებიც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობენ დიალოგის ხელშეშლას. თუ დავაკვირდებით წინა წლების განვითარებებს, სწორედ ასე ხდებოდა ხოლმე: როდესაც იყო ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის, თანამშრომლობის პერსპექტივა ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა ხოლმე ევროპარლამენტი და დღესაც იმავეს ვაკვირდებით.

ამიტომ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ევროპარლამენტის დოკუმენტებმაც, ევროპარლამენტმაც, სამწუხაროდ ფასი დაკარგა, რადგან ის არ ემსახურება თანამშრომლობის და დიალოგის დღის წესრიგს. დღეს ევროპარლამენტის დღის წესრიგი არ მოდის თანხვედრაში საქართველო-ევროკავშირის და ზოგადად საქართველოს უკეთესი, მშვიდობიანი მომავლის დღის წესრიგთან“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კითხვაზე, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მიღებული ანგარიშით რამდენიმე ქართული მედიის დასანქცირებას ითხოვს, მახაშვილმა უპასუხა, რომ ღიმილისმომგვრელია ეს განცხადებები და ჩანაწერები ამ კონკრეტულ დოკუმენტში.

„შეიკრიბა ხუთი ადამიანი ერთ ოთახში, რაღაც დალიეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთი ხელით გვესმის ხმამაღალი მოწოდებები დემოკრატიის დაცვაზე, მედიაპლურალიზმზე, მედიათავისუფლებაზე და მეორე ხელით თავად თავის ოფიციალურ დოკუმენტებში ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ღიმილისმომგვრელია ეს განცხადებები და ჩანაწერები ამ კონკრეტულ დოკუმენტში. ეს ახალი არ არის. მივეჩვიეთ, „გაგვათამამა“ ევროპარლამენტმა მსგავსი ტიპის დოკუმენტებით, რომ უბრალოდ ერთადერთი სპორტული ინტერესიღაა დარჩენილი - აბა, კიდევ წინაზე უარეს დოკუმენტს შეიმუშავებენ თუ რაიმე სიახლე გვექნება ამ დოკუმენტში.

ამიტომ, სიღრმისეულად შევისწავლეთ როგორც ძირითადი დოკუმენტი, ასევე ეს ცვლილებები, დამატებები, რომელიც დღეს გავიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები არის წარსული და არა მომავალი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 14-მა მისცა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ